„ღამის სერენადები“

07.08.2020 01:24

ბათუმი-თბილისის  რიგით მეთორმეტე ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს განსხვავებული ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, კონცერტების პირდაპირი ტრანსლირება ონლაინ-რეჟიმში მოხდება. საკონცერტო საღამოებზე კლასიკური მუსიკის შედევრებთან ერთად, თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შედგება.
ფესტივალი ბათუმში 27 აგვისტოს გაიხსნება, თბილისში კი ორ და ოთხ სექტემბერს გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania