ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანაზე, ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილა.

პროექტის მხარდამჭერები კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობის “ ამოღებას მოითხოვენ.

ემზარ კვიციანის ინიცირებული პროექტის ავტორი „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ დირექტორი ზვიად ტომარაძეა. ეს კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა 2014 წლის მაისში მიიღო და მას  როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

ემზარ კვიციანის ინიციატივას კვორუმის არარსებობის გამო დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ვერ უყარეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან