ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება

12.11.2018 00:41

ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება, - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა, გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის - ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებაც წარმოადგენდა. აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს დღეს პრემიერმაც უმასპინძლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: