დიპლომანტი რეჟისორები რეგიონებში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროს ახალ პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამავე უნივერსიტეტის 5 დიპლომანტი რეჟისორი საქართველოს 5 რეგიონულ თეატრში ახალ სპექტაკლებს დადგამს. სპექტაკლებს დადგამენ დავით ჩხარტიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ირაკლი ძნელაძე ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თამარ პოპიაშვილი თელავის ვაჟა ფშაველას სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯაბა პაპუაშვილი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ ჩარკვიანი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნულ თეატრებს გამოუყოფს ამ სპექტაკლების სადადგმო ხარჯებს (თითოეულს 8000 ლარის ოდენობით). კულტურის სამინისტრო, უზრუნველყოფს ასევე, დიპლომანტ რეჟისორებს სამივლინებო ხარჯებითა და საყოფაცხოვრებო პირობებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონების პროფესიული თეატრების რეპერტუარის გაზრდასა და განახლებას, ამასთან ერთად ახალგაზრდა ხელოვანებს მისცემს იდეებისა და შემოქმედებითი გეგმების რეალიზების საშუალებას. http://www.mcs.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დიპლომანტი რეჟისორები რეგიონებში
culturegovge culturegovge
ლანა ღოღობერიძე - 90
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაინდრავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიპლომატი გიგი გიგიაძე ანა ჩიქოვანის პოდკასტში
Ana Chikovani
მძიმე კაცთან დეა ადამია
Fetih Erkoc
დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
დიპლომატი
Prime Time