მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის


სამი დღე რჩება საბავშვო ევროვიზიამდე.

24 ნოემბერს პოლონეთში საქართველოს სახელით 

გიორგი როსტიაშვილი იმღერებს. რანინას მე-2 სეზონის გამარჯვებულს 18 კონკურენტი ჰყავს. ქართველი კონკურსანტი „გლივიცა-არენაზე“ მეექვსე სიმღერით კომპოზიტორ დათო ევგენიძის მიერ შექმნილი სიმღერით წარდგება, რომელზეც კლიპი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ხმის მიცემა ევროვიზიის ვებ-გვერდზე ხვალიდან დაიწყება. ნებისმიერ მსურველს ასევე შეუძლია, ამავე საიტზე ოფიცილური ვიდეო-კლიპი გააზიაროს და საქართველოს წარმომადგენლის მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატოს.

მარიკა შალიკაშვილი გვერთვება პოლონეთის ქალაქ გლივიცადან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან