საერთაშორისო დამკვირვებლების გზავნილები


52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 013 დამკვირვებელი - 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები წარმომადგენლობითი დელეგაციებით დააკვირდებიან.

მისია ჩამოვიდა ევროპარლამენტიდან, ადგილზე იმყოფებიან ეუთო-ს მოკლევადიანი დამკვირვებლებიც. წინასაარჩევნო გარემოს, ისევე როგორც კენჭისყრის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ჯგუფები. მთავარი გზავნილია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. ისინი პოლიტიკურ აქტორებს პოლარიზაციის შემცირებისკენ და არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნების აღიარებისკენ მოუწოდებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან