ევროკავშირის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის კითხვის კვირეულის - „ვისაუბროთ წიგნებზე\" -ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ. მოხალისე სტუდენტები ორგანიზებას უწევენ 6-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეების დისკუსიებს, რომლის დროსაც ბავშვები ერთმანეთს ევროპული მწერლების ნაწარმოებების კითხვისას მიღებულ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ.
პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, საქართველოს მასშტაბით იმართება და მასში მონაწილეობას თელავის სამი სკოლა იღებს. კვირეული 4-დან 14 ნოემბრამდე გაგრძელდება, მისი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/17eBims