42° პარალელი - ლიბიის სამოქალაქო ომი / ზელენსკი Vs პოროშენკო - მეორე რაუნდი / „ცუდი სამარიტელები“
ლიბიის სამოქალაქო ომი - ლიბიაში სამხედრო კონფლიქტს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დედაქალაქის აღებას გენერალი ხალიფა ჰაფთარი ცდილობს. ლიბიის ხელისუფლება ამბოხებულებს ომის დანაშაულში სდებს ბრალს. კონფლიქტს ჰყავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ომმა ევროპის მიმართულებით ახალი მიგრაციული ნაკადების საშიშროება გააჩინა. გივი ბარამიძის სიუჟეტი. ზელენსკი Vs პოროშენკო - მეორე რაუნდი - 19 აპრილს, 19:00 საათზე კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა. მასში სახელმწიფოს მოქმედი ხელმძღვანელი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ. დებატების ადგილი პოროშენკოს ოპონენტმა შეარჩია, რომელმაც უარი განაცხადა საზოგადოებრივი ტელეარხის ეთერში დისკუსიის ფორმატზე. გიორგი გვიმრაძე და რეზი ქოიავა მოგითხრობთ საპრეზიდენტო დებატების და არჩევნების მეორე ტურის შესახებ. „ცუდი სამარიტელები“: საგარეო დახმარება და მისი თანმდევი პრობლემები - მედიაში ხშირად ვხედავთ გულისამაჩუყებელ კადრებს, დასავლური საზოგადოების მხრიდან მესამე სამყაროს ქვეყნების დახმარების შესახებ. პოპ-ვარსკვლავები საქველმოქმედო კონცერტებს მართავენ, ცნობილი მსახიობები კი მშვიდობის ელჩების სტატუსით ცდილობენ სიღარიბესთან ბრძოლას. თავის მხრივ, მდიდარი სახელმწიფოები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ სამწუხაროდ გაწეული საგარეო დახმარება ხშირად დასახულ მიზნებს ვერ აღწევს. ტატო ხუნდაძე მოგვითხრობს საგარეო დახმარების უმთავრეს პრობლემებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - ლიბიის სამოქალაქო ომი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - უკრაინის არჩევნების სპეციფიკა / ეთიკური ქეისი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ბრიტანული ევროსკეპტიციზმის სათავეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში
პირველი არხი - 42-ე პარალელი