მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი შევიდა

09.10.2022 01:12

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. ყოფილ პრეზიდენტს ამერიკელი ექიმები ხვალ კიდევ ერთხელ მოინახულებენ. როგორც ცნობილია, კვლევები უკვე დაწყებულია და ახლა მედიკოსები საბოლოო დასკვნას ელოდებიან. შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილთან უკვე იმყოფებოდა შეერთებული შტატებიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგი. ჯეიმს კობის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: