#მოამბე 21 საათზე, 18 ოქტომბერი, 2023 #LIVE

18.10.2023

• პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა - კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს. ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტს, მწვავე პოლიტიკური დებატები პარლამენტში და ისტორიული სხდომის დეტალები • მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - კვიპროსში კეზერაშვილთან საიდუმლო შეხვედრაზე ბიზნესმენების დასწრებასთან დაკავშირებით ხებეიშვილის განცხადებას მელია პოლიტიკურ კორუფციას უწოდებს, უგულავა-ნაყოფიას ტანდემი კი კულუარულად მხარეთა შერიგებას ცდილობს. მელიას პოზიციონირებას და ახალ მენეჯმენტთან შესაძლო მოლაპარაკებებს მმართველი გუნდი პოლიტიკურ უთავმოყვარეობად მიიჩნევს • საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში და ვაშინგტონის მკაფიო მხარდაჭერა თელ-ავივს - ურთიერთბრალდებები ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე, მხარეთა განცხადებები და ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან • ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში - ქართველი მხატვრის შემოქმედება და ნამუშევრები, რომლებიც მის ბიოგრაფიას გვაცნობს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: