უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

28.12.2020 01:19

განახლებული ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარედ ე.წ. საგუშაგოსთან, რუსმა სამხედროებმა უკვე არსებული მავთულხლართების უკან, დამატებითი კონსტრუქციები დაამონტაჟეს. ინფორმაციას საქართვლოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და საოკუპაციო ძალების აღნიშნულ ქმედებას მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო