გარემოვაჭრეებმა დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მათი თქმით, 10 დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს თოდუას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებოდნენ. გარემოვაჭრეების თქმით, მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვაჭრეებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. გარემოვაჭრეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოძრაობა ამ წუთებში თავისუფალია. განცხადება გააკეთა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, გარემოვაჭრეებს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოწყობილი ბაზრობა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.