ქარძმანი-პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი საახალწლოდ დაიკეტება

29.12.2019 01:04

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილება. იკეტება ღიად დარჩენილი ერთდაერთი გადადასვლელიც. საახალწლო დღეებში, ქარძმანი-პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი აღარ იმუშავებს. ამ უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად კი, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს. შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე თვეა, ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტილია და მოსახლეობას მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში უწევს ცხოვრება. ამჟამად კი, ადგილობრივებისათვის  ის ე.წ. გადასასვლელიც დაიკეტა, რომელითაც საჩხერის რაიონში ადგილობრივები სარგებლობდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: