ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ საქართველოში დარღვევით შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რის გამოც საქართველოს საბაჟო საზღვარზე კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი გახდა მინადორა დ-სთვის, რომელმაც განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა თურქი ბიზნესმენის თანხას.
ამ მიზნით დაუკავშირდა მას და არწმუნებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის 13 000 ლარის გადახდის შემთხვევაში, საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ტვირთის მესაკუთრისთვის დაბრუნებას დააჩქარებდა. მან დაითანხმა თურქი ბიზნესმენი და წინასწარ 6 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ის ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.