გახდება თუ არა პრეზიდენტის ახალი გზავნილი ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის, ანუ დეპოლარიზაციის წინაპირობა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თვეების წინ ეროვნული თანხმობის ინიციატივით გამოვიდა, ხელისუფლებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს მთავარ ეროვნულ საკითხებზე გაერთიანების იდეით კიდევ ერთხელ მიმართავს. მთავარ მიზნად და საკითხად კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სახელდება. პოლარიზაციის შემცირება და ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო ერთობლივი მუშაობაა საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნაც, თუმცა ფაქტია, რომ ერთ მაგიდასთან შეკრება მაინც ვერ ხერხდება და ოპოზიციის ნაწილი უნდობლობის საბაბით ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფებისგან კვლავ გამიჯნული რჩება. პრეზიდენტის შეთავაზებას ადრესატთა უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს. ხელისუფლება პოლარიზაციის მთავარ წყაროდ სამუშაო პროცესს გამიჯნულ ოპოზიციურ პარტიებს მიიჩნევს და თანამშრომლობისთვის შემხვედრ ნაბიჯებს მათგან ელოდება, ანალოგიური მიდგომა აქვს მეორე მხარესაც. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კი სიტყვიერი მოწოდებების ნაცვლად სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.