დაპირისპირება ბაღში
ზაჰესის 50-ე საჯარო ბაღში აღსაზრდელების მშობლებმა სამსახურიდან ერთ-ერთი აღმზრდელისა და დამლაგებლის გათავისუფლება გააპროტესტეს. ისინი შესაბამის პასუხებს ბაღის დირექტორისგან ითხოვენ. გათავისუფლებული აღმზრდელი თამუნა ასანიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მომხდარს ის სამსახურიდან ორი კვირის წინ გათავისუფლებული გამგის მხარდაჭერას უკავშირებს. ბაღის დირექტორი კი თამარ ასანიძის დათხოვნას კონკრეტული დარღვევებით ხსნის. ყოფილი თანამშრომლებისა და მშობლების პრეტენზიებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ეხმაურებიან. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აღმზრდელს შეთავსებული ჰქონდა დარაჯის ფუნქციაც, რომელსაც რეალურად არ ასრულებდა, ასევე, ირღვეოდა შრომის კოდექსი. 50-ე საჯარო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განმარტეს, მიზეზი საარჩევნო სამზადისია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება 9 მარტის ბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ანას ბაღში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ბოტანიკურ ბაღში - დაპირისპირება ენმ-სა და ბაღის დირექ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეთორმეტე საბვშვო ბაღში დაპირისპირება გრძელდება
TV 25
დაპირისპირება თელავის ბაგა ბაღში
tvgurjaani gurjaanitv
აქცია „ანას ბაღში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური და დაპირისპირება თბილისის მერიასთან - რა ხდება ანას ბ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ქეიფი, ღრეობა 169-ე ბაღში მუქარა და დაპირისპირება ''ედიტორის...
editori.ge