„მაუგლის მეთოდი“ - უკანონო საექიმო საქმიანობა


სახიფათოა თუ არა ე.წ. მაუგლის მეთოდი ჩვილი ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის - ქართველ პედიატრს საქმიანობის უფლება ჩამოართვეს და 1 000 ლარით დააჯარიმეს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მოკვლევა სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ ჩაატარა. მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შესწავლის შემდეგ, ომბუდსმენის აპარატი ბავშვებში მსგავსო მეთოდის გამოყენებას ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ქმედებად და შესაძლო ძალადობად მიიჩნევს. ე.წ. მაუგლის ვარჯიშებით მოსალოდნელ შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებს რეგულირების სააგენტოც, რომელმაც დაადგინა, რომ ქეთევან მერებაშვილს შესაბამისი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი საერთოდ არ გააჩნდა.

მერებაშვილი სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან