© - https://mtisambebi.ge/ დუხობორების ოდესღაც დიდი თემიდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 40-მდე ოჯახი დარჩა. დუხობორები, ანუ სულისთვის მებრძოლები, საქართველოში 1841 წელს უკრაინიდან ჩამოასახლეს. ბოგდანოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცკა, ტამბოვკა, რადიონოვკა - ეს სოფლები დუხობორებით იყო დასახლებულები. თემი ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მისდევს. დუხობორობა ერთ-ერთი პირველი მიმდინარეობა იყო, რომელიც მე-18 საუკუნეში მართლმადიდებლობას გამოეყო. კვირაობით მზის ამოსვლას სალოცავში ხვდებიან. კითხულობენ და გალობენ ფსალმუნებს. წელიწადში რამდენჯერმე, აღდგომას და წინაპართა ხსენების დღეს, ძველ საფლავებზე, ე.წ. „მაგილკებზე“ გადიან. ძირითადად პენსიონერები დარჩნენ, თუმცა ტრადიციებს მაინც ერთგულად იცავენ, ყველა დროსა და ამინდში. რა იქნება მათ შემდეგ? - სჯერათ, რომ მათ კულტურასა და ადათ-წესებს მათ შემდეგ მათი შთამომავლობა გააგრძელებს.