ალბერტინას მუზეუმი ფიროსმანის გამოფენას მასპინძლობს


ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 29 ნამუშევარი და ასევე 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი „ფიროსმანაშვილი 1914“ წარმოდგენილი. სწორედ აღნიშნულ წიგნში არის შესული პაბლო პიკასოს მიერ შესრულებულა გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტიც“.

პროექტის ფარგლებში გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდაც, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ვენაში ქართველი მხატვრის გამოფენა მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან