„ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“


„ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“,- ამ სახელწოდების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დვანის სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია თბილისის 10 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს, რომლებმაც გასაყიდად საკუთარი ნამუშევრები და ოკუპაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოიდგინეს.

ორგანიზატორების თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით სოფელ დვანის სკოლის მოსწავლეებს იმ საჭირო და აუცილებელ ნივთებს შეუძენენ, რაც მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ასევე შეუძენენ წიგნებსა და კომპიუტერებს. გამოფენის გარდა საღამოს თსუ-ს სააქტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტიც არის დაგეგმილი, რომელშიც ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები და ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან