"დღეები და ღამეები" - სსმ იწყებს ახალ პროექტს

22.03.2016 00:29

"დღეები და ღამეები" - საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს, აკა მორჩილაძის სცენარების მიხედვით იქმნება ფილმი-სერიალი - ერთ იდეაში გაერთიანებული ათი სხვადასხვა ამბავი, ათი დამოუკიდებელი სერია. სსმ აცხადებს კონკურსს აკა მორჩილაძის სცენარების მიხედვით 10 ფილმის შესაქმნელად. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ ვებგვერდს 1tv.ge. კონკურსის პირობების გაცნობა და აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ბმულზე http://1tv.ge/ge/tvshows/view/594.html

გაზიარება: