„მოქალაქეები“ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება
ინდივიდუალური მოლაპარაკების ორი რაუნდის შემდეგ შეთანხმება შედგა - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. ხელისუფლებასთან გაფორმებული დოკუმენტი, რომელმაც „მოქალაქეებს“ პოზიცია შეაცვლევინა, საარჩევნო რეფორმას გულისხმობს. შემდეგ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებზე ბარიერის დაწევა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალი წესი, არჩევნების დღეს ხმის ელექტრონულად მიცემის მექანიზმის დანერგვა და დიდი ქალაქების საკრებულოების არჩევნებში მაჟორიტარულ და პროპორციულ წარმომადგენლობას შორის თანაფარდობის შეცვლა მოსალოდნელი ცვლილებების მხოლოდ ნაწილია. თუმცა იმისთვის, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს, 113 ხმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა და პარლამენტში დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შესვლაა საჭირო, რასაც დანარჩენი ოპოზიცია გამორიცხავს. „გირჩის“ გარდა, რომელთანაც ხელისუფლებას შეთანხმების პერსპექტივა გაუჩნდა, ელისაშვილ-იოსელიანის გადაწყვეტილება ოპოზიციურმა სპექტრმა მწვავედ გააკრიტიკა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა იცვლება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster