ევროპარლამენტარების წერილი


საქართველოში გაუქმებული ვიზიტის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები - ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ 21-22 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების გაცნობას. ამ დიალოგის ამოცანაა პარტიათა შორის დიალოგის განვითარება, რათა უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურა და ნდობა ჩამოყალიბდეს. ჟან მონეს დიალოგი გახლავთ მედიაციის გამოცდილი და მოქნილი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად საჭირო პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ჩაშლილ ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან