სამედიცინო დახმარების პუნქტი ანაკლიის ფესტივალზე


ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველიდი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა. მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან