არჭილო - საზღვრისპირა ხევსურეთის ბოლო სოფელი

10/01/2022

https://mtisambebi.ge/ - საზღვრისპირა ხევსურეთში, შატილს, მუცოს, არდოტსა და ანდაქს რომ გასცდებით, ბორბალოს უღელტეხილისკენ, ხევსურეთ-თუშეთის გასაყართან ზვიადაურების ნასოფლარი არჭილო გაცოცხლდა. ჯერჯერობით სეზონურად - აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ მთავარია აძრახდა! განსაკუთრებული მადლობა მკითხველს - თქვენი მხარდაჭერით, საქართველო-რუსეთის საზღვართან „მთის ამბებმა“ კიდევ ერთი ნასოფლარის გაცოცხლება წაახალისა. არჭილოში ახალდაბრუნებულ ამირან და მამუკა ზვიადაურებს, ძველი ხევსურული წესით აღდგენილი სახლების გადასახურად საჭირო მასალების შესყიდვა 7 ათასი ლარით დავუფინანსეთ. საზღვრისპირა ხევსურეთის გათითოკაცებულ სოფლებში ყველაზე მეტად უსაფრთხო გზა სჭირდებათ. 10 წლის განმავლობაში არჭილოც იმიტომ იყო ნასოფლარი, რომ ბოლო მუდმივი მცხოვრები, 32 წლის ბადრი ზვიადაური უგზოობის გამო მდინარემ იმსხვერპლა. ახლობლებმა არღუნში გადავარდნილი ახალგაზრდა კაცის პერანგი და თავის ქალის ნაწილიღა იპოვეს.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან