საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში

19.12.2025 08:08

საქართველო სერბეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ელის. ბელგრადში მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები დასრულებულია. ეს იყო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთში. ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრები ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს, შიდა პოლიტიკურ პროცესებს და უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. დღის წესრიგში აქტიურდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დაწყება - შესაბამისი კომისიის მხრიდან მუშაობის დაწყება უკვე დაანონსდა. შეხვედრებზე ოფიციალურმა თბილისმა სერბეთისგან საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარდაჭერის პირობაც მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს სერბეთის ეროვნულ მუზეუმს და ბელგრად-waterfront-ს სტუმრობდა - მრავალფუნქციური კომპლექსი არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ არის დაპროექტებული. რა გზავნილებით დატოვა ქართულმა დელეგაციამ ბელგრადი, - თათია ტაბეშაძე სერბეთიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog