დავით გარეჯში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა დასრულებულია.
ამ წუთებში სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა. ადგილზე ჩასულ მრევლს, სასულიერო პირებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს დღის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა არცერთი მიმართულებით შექმნიათ. გზა თავისუფალი იყო ჩიჩხიტურის კოშკისკენაც, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, გზის გაყვანა დაიწყეს.
„დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, - ამ გზავნილით ჩავიდნენ სამონასტრო კომპლექსში აქციის მონაწილეები, რომლებმაც ტაძრები მოილოცეს და სიმბოლური ჯაჭვიც გაავლეს. სწორედ დღევანდელი მსვლელობის გამო, დილიდან სადავო სასაზღვრო ზონაში, ქართველი მესაზღვრეების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. მათთან ერთად მონიტორინგს ატარებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც.
ნოდარ ჩაჩუა იმყოფება დავით გარეჯის ტერიტორიაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.