თბილისში აუტიზმის ცენტრის მშენებლობა დაიწყება

22.10.2018 01:10

მომავალ წელს თბილისში აუტიზმის ცენტრის მშენებლობა დაიწყება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრი ფუნქციონირებას 2026 წელს დაიწყებს. პროექტის ავტორთა განცხადებით, ცენტრში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მოზარდები ყველა საჭირო სერვისს მიიღებენ. დაწესებულება აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით. მის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადებას. სარეაბილიტაციო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით 230 ბენეფიციარს უფასოდ მოემსახურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: