უბედური შემთხვევა გორში


გორში, ცხინვალის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი სამხედრო პირი იყო და მათ მეზობლად ერთი თვის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. 32 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ის სამსახურში არ გამოცხადდა. რა გახდა 32 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ცხედარი გადაასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან