ხულოს მოსახლეობა სამშობიარო განყოფილების გარეშე - რას მოითხოვს სოციალური სამართლიანობის ცენტრი?

07/28/2023
Business Media Georgia-ის მიერ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება. მათი თქმით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ყავს არცერთი გინეკოლოგი, რის გამოც ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სტუმარი: ნესტან ანანიძე სოლიდარობის თემის დამფუძნებელი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან