სალომე ზურაბიშვილი დუშეთში ამომრჩევლებს შეხვდა

15.10.2018 00:48

სალომე ზურაბიშვილი დუშეთის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა. ზურაბიშვილმა მოსახლეობას თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ძირითად აქცენტებს გააკეთებს. ზურაბიშვილის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება და იქნება შუამავალი ხალხსა და სახელმწიფოს შორის. ასევე, მან მედიისა და სასამართლოს თავისუფლებასა და სამართლიანობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: