სარეკლამო SMS შეტყობინებისთვის კომპანიები დაჯარიმდებიან
სარეკლამო SMS-ის გაგზავნისთვის შესაძლოა კომპანიები 10 ათასი ლარით დააჯარიმონ. საქართველოში მოქმედი კომპანიები აქტიურად მიმართავენ პირდაპირ მარკეტინგს მოკლე ტექსტური და ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნის გზით და მოქალაქეები კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შეტყობინებებს SMS--ების მეშვეობით იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებების მიღება არ სურთ, შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართონ და სარეკლამო ბაზიდან ამოღება მოითხოვონ, ამის შემდეგ მათ შეტყობინებები აღარ მიუვათ. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კომპანია განმეორებით იმავე მოქალაქეს სარეკლამო SMS--ებს ისევ გაუგზავნის, მას შესაძლოა 3 ათასიდან 10 ათას ლარამდე ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. არსებული კანონი ძალაში 2016 წლიდან შედის. უნდა იგზავნებოდეს თუ არა სარეკლამო შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე?-ამ კითხვაზე დღეს „ახალი ამბების" გადამღებმა ჯგუფმა თელავში მინი გამოკითხვა ჩაატარა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1afxXj8
მსგავსი ვიდეოები
სარეკლამო sms შეტყობინებების მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის...
PalitraNews
სარეკლამო sms-ების გათიშვის ინსტრუქცია
MastX
სარეკლამო sms შეტყობინებების მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის...
ტვ არგო / TV ARGO
სარეკლამო sms-ები
გადაცემა მაღვიძარა
სარეკლამო SMS-ები 1-ლი მარტიდან იზღუდება - რა უნდა იცოდეს ბ...
Business Media Georgia
სარეკლამო „SMS“ 1 მარტიდან აღარ შეგვაწუხებს
TV IMEDI
სარეკლამო SMS-ების უნებართვოდ გაგზავნისთვის 56 კომპანია დაჯა...
Business Media Georgia
მოქალაქეებისთვის, მათი თანხმობის გარეშე, სარეკლამო SMS შეტყო...
PalitraNews