საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების მოსაძებნად იმყოფებოდა, აბსურდულს უწოდებს ოჯახი. სოფელ მეჯვრისხევში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დე ფაქტო რეჟიმის ეს განცხადებები სიცრუეა. გატაცებულის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ეს განცხადება ხვიჩა მღებრიშვილმა, შესაძლოა, ზეწოლის ქვეშ გააკეთა ან უბრალოდ იხუმრა. ოკუპირებული ცხინვალის სააგენტოებმა ე. წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია გუშინ გაავრცელეს. დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე, სოფლებში - არცევსა და ღრომში, იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა. ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალებმა 3 ივლისს დააკავეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.