ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას / დაუმორჩილებლობის სცენარი და ოპოზიციის გეგმა #LIVE


• მმართველი გუნდი მზადაა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის საკითხი განიხილოს - „გირჩი“ დაპირების წერილობით დასტურს ითხოვს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ცუდი გავლენების ქვეშაა, თუმცა კოლეგების დარწმუნებას შეძლებს, რადიკალური ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კი კვლავ ვადამდელი არჩევნები რჩება; მესამე სექტორი ხელისუფლების შეთავაზებაში პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდის პერსპექტივას ხედავს;
• დაუმორჩილებლობის სცენარი, სააკაშვილის მოწოდება და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - რა კავშირია დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სააკაშვილის მოწოდებასა და „ლელოს“ ლიდერთა განცხადებას შორის, რომელიც ჯარიმების გადახდაზე უარის თქმას პიროვნული თავისუფლებით ხსნის და არის თუ არა ორი პოლიტიკური ძალის მოქმედება ერთი გეგმის ნაწილი; მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ გადაუხდელი გირაოებისა და ჯარიმების ერთიანი სქემის უკან კვლავ რეალური ლიდერი დგას, რომელიც პროცესებს უკრაინიდან მართავს;
• ვაქცინაციას 15-მდე სამედიცინო დაწესებულება განახორციელებს - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, კვირის ბოლოდან კი მედ-პერსონალის გადამზადება იწყება; დამატებითი დოზების შესყიდვისთვის მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს; ოპოზიცია პროცესში კომერციული სექტორის ჩართვას ითხოვს, ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ პრეპარატის მწარმოებლები კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ;
• ჯანმო-ს 13-კაციანი ჯგუფის პირველი პრესკონფერენცია ჩინეთში მუშაობის დაწყებიდან მეთორმეტე დღეს და ექსპერტთა გზავნილები მსოფლიოს - ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პირველი ადგილი ზღვის პროდუქტების ცნობილი ბაზრობა სულაც არ არის, ხოლო გავრცელებული ვერსია, თითქოს ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ნაკლებად სავარაუდოა და ამ მიმართულებით კვლევა აღარ გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან