ინფრასტრუქტურული პროექტები თუშეთში

27.08.2022 01:34

თუშეთში, გომეწრის ხეობაში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა. ხითანას სალოცავის რეაბილიტაცია საპარკინგე, სველი წერტილების, სანიტარული კვანძების, წყალმომარაგების და შენობასთან დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას ითვლისწინებს. „ხითანა“ ადგილია თუშეთში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია შეტანილი და გასული საუკუნეებიდან ადგილობრივი მოსახლეობისათვის კულტურული ღონისძიებების გამართვის ადგილს წარმოადგენს. არ არის გამორიცხული ხითანობის დღესასწაულს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: