#არჩევნები2020 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
11 საათი რჩება საარჩევნო უბნების გახსნამდე. ხვალ საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. არჩევნები მაღალი კონკურენციის და პანდემიის პირობებში ტარდება, რის გამოც თითოეულ უბანზე ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების პროტოკოლი იმოქმედებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები გატარებული ეპიდ-საწინააღმდეგო ზომებიდან გამომდინარე, უბნებზე დაინფიცირების რისკებს გამორიცხავენ და მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ურთიერთბრალდებების ფონზე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ და არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ პოლიტიკური სუბიექტებიც. საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ცესკო-მ საარჩევნო ოლქებს ბიულეტენები, ყველა სხვა დოკუმენტაცია და ინვენტარი უკვე გადასცა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ 3 მილიონ 526 ათას 23 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად კი სულ 50 საარჩევნო სუბიექტი იბრძოლებს. საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიანი შემადგენლობა წელს განსხვავებული პროპორციით 120/30-ზე წესით დაკომპლექტდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპარლამენტო არჩევნები 2020 - მეორე ტური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 დისკუსია 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 პარტია „მოქალაქეების“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 – საერთაშორისო შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები 2020: რეფორმერის ვლოგი
Reformer - რეფორმერი
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
#არჩევნები2020 ოპოზიციის გადაწყვეტილება და გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster