ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები
კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები ცნობილია. ნომინაციაში „ქალი პოეტი“ პრემია ირმა ბერიძეს, კრებულისთვის „კაცმა დარეკა“ და ლელა (მარინე) გაბურს, კრებულისთვის „ფითრის ბილიკზე“- გადაეცა. ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“ გამარჯვებულია ნათია როსტიაშვილი, წიგნისთვის „სხვა სკოლა“. ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, გამარჯვებულია მარინა ბალავაძე ჟან-პოლ სარტრის წიგნის თარგმანისთვის „რა არის ლიტერატურა?“. რაც შეეხება ნომინაციას „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“, კონკურსი არ შედგა. გამარჯვებულებს კონკურსის სიმბოლოები და ფულადი პრემიები 5000 ლარი გადაეცათ. ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროს 27 განმცხადებელმა მომართა. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „ანა“, რომელიც დიდი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება, საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2022 წელს დააფუძნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ლიტერატურული პრემია "ან...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
ლიტერატურული პრემია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიტერატურული პრემია "საბა" 10 წლისაა
Artareatv
ფიქრის საბაბი - ლია ლიქოკელი - "ილაპარაკეთ, გოგოებო!"
Artareatv
ლიტერატურული პრემია "საბა" 15 წლისაა
netgazeti ge
ფიქრის საბაბი - დიანა ანფიმიადი - "შიმშილი"
Artareatv
ფიქრის საბაბი - Toresa Mossy - "განათლება და დეცენტრალიზაცია...
Artareatv