უნიკალური აღმოჩენა ნიქოზში


უნიკალური აღმოჩენა სოფელ ნიქოზში - არქეოლოგებმა ადგილობრივ სასოფლო სამეურნეო მიწაზე უძველეს სამარხს მიაკვლიეს. სპეციალისტების ვარაუდით, შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი, სავარაუდოდ, დიდგვაროვანს ან ტომის წინამძღოლს უნდა ეკუთვნოდეს. ნაპოვნია ხარის ძვლები, ქოთანი და სხვა ნივთებიც. შიდა ქართლის ტერიტორიაზე მსგავსი სამარხები მრავლად არის აღმოჩენილი, თუმცა, ნიქოზის სამარხის უნიკალურობას, მისი კარგად შენარჩუნებული პირვანდელი იერსახე განაპირობებს. არქეოლოგები ახლა ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ, არ არის გამორიცხული, ადგილზე შუა ბრინჯაოს პერიოდის არაერთ სხვა ნივთსაც მიაგნონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან