ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ

31.03.2022 00:30

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს, - ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა განაცხადა. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს“, – განაცხადა კვარჩიამ. სერგეი შამბა კი განმარტავს, რომ რუსეთთან შეერთება კონსტიტუციით არ არის ნებადართული და რუსეთთან მიერთების განწყობა არც საზოგადოებაშია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: