„ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ - ინიციატივა შვედეთის მხარდაჭერით


„ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ - შვედეთის მხარდაჭერით ოთხწლიანი საპილოტე ინიციატივის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოში ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მხარეებს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივა ხელს უწყობს სიღარიბეში მცხოვრები 780 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, შერჩეული ოჯახები ოთხი წლის მანძილზე საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ: სოციალური დაცვა, საარსებო წყაროების უზრუნველყოფა, ფინანსური განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით World Vision გერმანიის, World Vision საქართველოსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან