გზაზე ნისლი ამიცურდა (ge cover) (ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსებზე)

06.11.2025 03:59

მოვყვები ხევს..

მოვყვები ხევს,
ველს ვუვლი გარს,
ქარი ნისლს ხევს,
მე მოვდევ ქარს...

მთები მაქვს გზად,
მოვდივარ ზედ,
შენთვის ვარ მზად,
ავენთო მზედ...

და ჩემი გულივით
ღიაა ცა...
-----------------------------------------
ველად

გზაზე ნისლი ამიცურდა,
ვით ნიავი დანაბერი.
ველად მხოლოდ ია მსურდა,
ია, მეტი არაფერი.

ვეძებე და ძლივს ვიპოვე
ბუჩქის ძირას ანაფეთქი.
ჩუმად მკითხა: გინდივარო?
მე შემრცხვა და... არა-მეთქი.

გაზიარება:
SkillHub