უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა. უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ულოცავს: „მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობასა და გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი და უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“. უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საომარი ვითარებისა და რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების გამო, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ასევე რიგ ქალაქებში კომენდანტის საათია ამოქმედებული, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში მდებარე ძეგლი „დედა-სამშობლო“ და სხვა საკულტო ადგილები სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის აგრესიიდან ექვსი თვის მანძილზე უკრაინამ შეცვალა ისტორია, შეცვალა მსოფლიო და შეცვალა საკუთარი თავი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩვენ შევცვალეთ ისტორია - უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნი...
ტვ არგო / TV ARGO
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
Euronews Georgia
უკრაინა, ომის დაწყებიდან მე-6 თვეს, დამოუკიდებლობის დღეს აღნ...
Euronews Georgia
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი...
რადიო თავისუფლება
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და პარტნიორების დახმარების პირო...
Formula News
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მთავრობისა და მმარ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#მოამბე 21 საათზე, 25 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster