საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება


ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გაფართოების საკითხი ევროკავშირისთვისაც დიდ გამოწვევად რჩება. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება და როგორც განმარტავს, ამისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასა და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც ისაუბრა პირველ არხთან. ჰერჩინსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება. თუმცა დიპლომატი იმასაც აღნიშნავს, რომ 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოემზადება საქართველო მომავალი წევრობისთვის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან