17 წლამდე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი თბილისში

03.08.2019 00:46

დღეიდან, თბილისი,  17 წლამდე, ხელბურთელ გოგონათა შორის, ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საუკეთესოს ტიტულისთვის სულ 10 გუნდი იბრძვის. ჩემპიონატის პირველი დღის  სამი შეხვედრა უკვე ჩატარდა. სერბეთი-ფარერები 30:26 დასრულდა, უკრაინამ საბერძნეთს 19:18 სძლია. საქართველოსა და ლიეტუვას ნაკრებთა დაპირისპირება კი რამდენიმე წუთის წინ, ლიეტუვას გამარჯვებით 28:19 დასრულდა. 

დღის ბოლო შეხვედრა შვეიცარიასა და ლატვიას შორის, 18:30-ზე უნდა დაიწყოს. შეხვედრებს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატი თბილისში 11 აგვისტოს დასრულდება. თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania