განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს დააფინანსებს
2014-2015 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს დააფინანსებს. ჯამში ბაკალავრებისთვის 2 520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 205 000 ლარია გამოყოფილი. მაგისტრატურაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ მაგისტრანტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ბაკალავრებმა განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მაგისტრანტებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1ukcO1n
მსგავსი ვიდეოები
სოციალურად დაუცველი ოჯახების..
odishitv
სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს
MES Georgia
სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადასახადი დაუფინანსდებათ
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიკეთე გადამდებია - ECG-თავისუფალი მოქალაქის საქველმოქმედო კ...
Radio Atinati
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება
TV IMEDI
როგორ ჩავაბაროთ უცხოეთში სამაგისტრო პროგრამაზე? - Freeuni Al...
კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster