ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები
რა გეგმები აქვს უკვე ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს. ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა. ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა. მისივე მტკიცებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი – ერთი არის ფინანსური დავა, მეორე კი „რუსთავი 2“. ფინანსურ ნაწილზე ხანდაზმულობის ვადა იყო დამდგარი, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით კი ოქრუაშვილი დავის დაწყებას მას შემდეგ შეძლებდა, რაც ხალვაშის მესაკუთრედ ცნობა მოხდებოდა. ასეთია ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებები. ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი უკვე შეიტანა. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ დოკუმენტს, მას ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს. ოქრუაშვილი კი, რომელიც საქართველოში წუხელ დაბრუნდა, აცხადებს, რომ ხელშეკრულებას ხალვაშის ხელმოწერა აქვს და დარწმუნებულია, რომ მის ნამდვილობასაც დაადასტურებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ კომპანიის წილს „რუსთავი 2-ის“ ათამდე ჟურნალისტს გადასცემს, რათა მათ სამართლებრივად იბრძოლონ. მათთან შეხვედრას ოქრუაშვილი დღეს აპირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გორის საცურაო აუზის საქმე და ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები (ანო...
Tv Dia
ხოშტარია გლდანის ციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოქრუაშვილი ხალვაშის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილის გეგმებზე
mkhare. ge
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება
info rustavi