„კოვაქსმა“ კონტრაქტორებისთვის ვაქცინების მიწოდება დაიწყო


სატელეფონო საუბარი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდება, ხვალ შედგება.

ჯანდაცვის სამინისტროდან კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან. სწორედ ამ დიალოგის შემდეგ გვეცოდინება, როდის მიაწოდებენ საქართველოს ჯერ კიდევ თებერვლის მეორე ნახევარში მისაღებ „ფაიზერის“ პირველ დოზებს და რა არის ის დამატებითი პირობა, რის გამოც კომპანიიდან ვაქცინების მოწოდების პროცესი შეფერხდა. დამაიმედებელი გზავნილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელისგან, რომელიც „კოვაქსიდან“ შეფერხებული მიწოდებების გააქტიურებას და ვაქცინების გამოგზავნას უახლოეს კვირებში პროგნოზირებს. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი კლების მიუხედავად, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მოხსნის ფონზე ვაქცინაციის დროულად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს ცნობილი ხდება, რომ საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის ბრიტანული შტამის ახალი კლასტერი გაჩნდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან