პრეზიდენტის მიმართვა

08.08.2019 01:40

აგვისტოს ომის 11 წლისთავს განცხადებით ეხმაურება მოქმედი პრეზიდენტი. ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას. ასეთია განცხადების მთავარი გზავნილი. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების უფლებების შელახვას და მათი იდენტობის გათელვას  არ შეეგუება. სახელმწიფოს მეთაური საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებაზე აკეთებს აქცენტს, რათა კონფლიქტების გადაჭრა საქართველოსთან ერთად, მათი პრიორიტეტიც გახდეს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა შეძლებს ოკუპაციის დასრულებას და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რისთვისაც ყველაზე ძლიერ იარღად ერთიანობას და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას მიიჩნევს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: