დმიტრო კულებას განცხადება


„რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები“ - დაწერა „ტვიტერზე“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიპლომატი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა - უკრაინაში რუსეთის ომის გეოგრაფიული მიზნების შეცვლის შესახებ. დმიტრო კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დააჩქაროს კიევისთვის იარაღის მიწოდება. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება უკრაინის მეტი ტერიტორიის მიტაცებაზე ადასტურებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სანქციებით ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, – წერს კულება „ტვიტერზე“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან