ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

04.07.2022 01:35

რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს, - ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის შესუსტებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და პარტნიორებისგან მიღებული სხვა შეიარაღება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, ასევე ზღვაზე და დადგება დღე, როდესაც იგივეს თქმის საშუალება იქნება დონბასზეც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub